ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები, თუ ის ღია იქნება, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები, თუ ის ღია იქნება, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, მარტივი ტაქტიკური ნაბიჯია გადადგმული, რაც არ გამოუვა.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფის ღიაობის გარეშე ამ შეხვედრას აზრი არ აქვს.

ირაკლი კობახიძემ დაგვიბარა კაბინეტში საქმეების გასარჩევად. ასეთი პროპორციით - იურიდიული კომიტეტიდან თითქმის ყველა დაიბარა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრია დაბარებული. მოსამართლეების მთელი ჩამონათვალია, ამას პლუს იურიდიული კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ. ანუ ე.წ. ახლების ჯგუფიდან არიან. როგორც ვხედავ, ძველებიდან იქ ნახსენები არავინ არის. ეს არის ძალიან გაუთვლელი და უმარტივესი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც არ იმუშავებს. არ გამოვა თემა, რომელიც უკვე დღეს ფართო საზოგადოებას აინტერესებს, ისევ ჩააბრუნონ კაბინეტურ დისკუსიაში, სადაც მას ექნება უდიდესი რაოდენობრივი უპირატესობა. ანუ, ჯინი, რომელიც ბოთლიდან ამოვიდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობას გასცდა, უკვე ყველას აინტერესებს, რა ხდება.

ერთადერთ შემთხვევაში იქნება აზრიანი ეს შეხვედრა, თუ იქნება ის ღია. სხვა შემთხვევაში, ეს არის იმ უცხოელების მოტყუება, რომლებიც ჩასმული ჰყავს სიაში. თითქოს, ახლა რაღაც რეფორმებს აწარმოებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა