ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს, წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6-ში გაიმართება, 27 იანვარს, 15 საათზე, ლევან ჩხაიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

„25 იანვარს ჩვენი ჯაკო უკვე თბილისში იქნება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უნგრეთში ზაზა გოგსაძესა და კონსულს ბექა მაკარიძეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მათ უმოკლეს დროში შეუძლებელი შეძლეს“, - წერს ტელეკომპანია „პირველის“ ხელმძღვანელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

ლევან ჩხაიძე უნგრეთში, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს