გია თვალავაძე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, გია თვალავაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ბრალდებული 21 პირიდან წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ გია თავლავაძე და აღნიშნულ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის დაკავებული „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჯანჯღავა არ ცნობენ.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენენ, რომელთა დასაშვებობაზეც სასამართლო იმსჯელებს.

დღესვე მოხდება პატიმრობაში მყოფი პირის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვა.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა