მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარიული სკოლა Les Roches, საქართველოში სასწავლო პროგრამას ახორციელებს

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches, საქართველოში სასწავლო პროგრამას ახორციელებს.

პირველად საქართველოში და რეგიონში, უმაღლესი რანგის საერთაშორისო სკოლამ, საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც Marbella -დან ჩამოსულმა Les Roches - წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Les Roches ლექტორმა, კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ განუცხადა, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სკოლა პროგრამას შვეიცარიის და ესპანეთის გარეთ განახორციელებს. მისივე განცხადებით, საქართველოს მიმართ ინტერესი, ქვეყნის ტურიზმის მიმართულებით სწრაფად განვითარებამ განაპირობა, ხოლო BTU მისი შეფასებით, სწავლებისთვის საუკეთესო პლატფორმაა.

„საქართველო ტურიზმის მიმართულებით სწრაფად ვითარდება და ამან გამოიწვია ჩვენი დაინტერესება. პროგრამა, რომელსაც Les Roches განახორციელებს, არის პირველი პრეცედენტი შვეიცარიასა და ესპანეთის შემდეგ, რაც ქვეყნის გარეთ ხორციელდება. პროგრამა მოამზადებს საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებს“, - აღნიშნა კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ.

Les Roches - ს საქართველოში შემოსვლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა.

Les Roches პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა უგულავას განცხადებით, საქართველოს მიეცემა საშუალება გახდეს Les Roches- ს პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე მოემსახუროს რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპას. მისივე განცხადებით, აღნიშნული სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღოს უმაღლესი თეორიული და პრაქტიკული განათლება ისე, რომ არ ჩამორჩენ თავიანთ საქმიანობას.

„იმდენად, რამდენადაც მასპინძლობისა და ტურიზმის სექტორი საოცრად სწრაფად ვითარდება ქვეყანაში, ვფიქრობთ, სკოლის შემოსვლა არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მოხდა. პროგრამა თებერვალში იწყება, საკმაოდ ხანგრძლივი გზა გამოვიარეთ, სანამ აქამდე მოვედით. სტუდენტები აგრძელებენ მუშაობას, არ წყდებიან სამუშაო პროცესს, ამავდროულად იღებენ მაღალი დონის განათლებას. თეორიული პროცესის შემდეგ ერთვებიან პრაქტიკულ პროცესში და რაც მთავარია, Les Roches აკადემიური პერსონალი მთლიანად იქნება ჩართული სასწავლო პროცესში. გვიხარია, რომ ვიწყებთ და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. მადლობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურა პოლოლიკაშვილს. რომ არა ის, ეს პროგრამა ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა“, - განაცხადა მანანა უგულავამ.

პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოში უკვე ახორციელებს, ეწოდება: მასპინძლობის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის, რის შედეგადაც გაიცემა Les Roches-ს დიპლომი. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადეკვატური, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებას და მდგრადობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო