„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - კომპანიამ ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრა

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრა, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ერთ-ერთ დაკეტილ ბინას, რომელშიც გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზი ჟონავდა.

„წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის ქუჩიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეყობინება შევიდა. #27ა-ში კორპუსის დათვალიერებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა“ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზის რეზინის მილი, დანადგარზე მიერთების გარეშე, ღია მდგომარეობაში, იატაკზე ეგდო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სპეციალისტებმა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაკეტეს გაზის მიწოდება. ბოლო სამ დღეში ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა, როცა დაკეტილ ბინებში მობინადრეების მხრიდან თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა