უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქის ადვოკატი - ამოღებულ საბრძოლო მასალაზე დაკავებულების თითის ანაბეჭდი არ იყო

ამოღებულ საბრძოლო მასალაზე არც ერთი დაკავებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის ადვოკატმა, გიორგი როსტომაშვილმა განუცხადა.

დაკავებულებს ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენს, სასამართლო კი მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

„დღესდღეობით მტკიცებულებაზე არც ერთის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. ანაბეჭდი არ იყო არც ერთ ამოღებულ საბრძოლო მასალაზე. დღეს არის წინასასამართლო პროცესი, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ასევე აღკვეთი ღონისძიების განხილვა იქნება. ამ ეტაპზე ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ", - განაცხადა როსტომაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შვიდივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა