„ბარი-ბარში“ „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართა

„ლიბერთინსის“ ორგანიზებით, თინეიჯერებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის, გიკი გოგოს მეექვსე ნაწილის, „სამუდამოდ გიკის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია „ბარი-ბარში“ შედგა, სადაც დამსწრე აუდიტორიას „ლიბერთინსიმ“ სიურპრიზებით სავსე საღამო შესთავაზა. გარდა აღნიშნული წიგნისა, ახალგაზრდა მკითხველის წინაშე, „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“ და „მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება“ წარსდგა, ეს უკანასკნელი არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ საინტერესო ყდითაც გამოირჩევა. ის მეტალისაა და გამოსახულებას ირეკლავს.

ღონისძიებაზე „ლიბერთინსის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა არის „ლიბერთინსის“ არსებობის მთავარი მიზანი. შეჯამების შემდეგ კი აუდიტორიის წინაშე, პროექტის ახალი წევრები წარსდგნენ, რომელთაც თავის მხრივ ძველი წევრები, გამოცდილებას უზიარებდნენ.

„ლიბერთინსის“ მარკეტინგის მენეჯერის, ნიკოლოზ დვალიშვილის განცხადებით, „ლიბერთინსის“ მიზანია, თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან უფრო მეტად დაახლოვება.

„დღეს ჩატარდა „ლიბერთინსის“ თასი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. აუდიტორიის წინაშე წარსდგა სამი წიგნი და მკითხველს ძალიან მოეწონა ეს წიგნები. ჩატარდა მხიარული თამაშები, რაც სახალისო იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი „ლიბერთინსელები“ წარვადგინეთ, ძველ „ლიბერთინსელებს“ დავამეგობრეთ, რათა კარგად გაიცნონ ერთმანეთი და დაიწყონ მათთან ერთად მუშაობა“,- განაცხადა ნიკოლოზ დვალიშვილმა.

წვეულებაზე ფოტოკონკურსის „ახალი წელი ლიბერთინსთან ერთად“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ. კონკურსანტები მონაწილეობას იღებდნენ მათ მიერ გადაღებული საახალწლო თემატიკის ფოტოებით, სადაც „ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წიგნიც იყო აღბეჭდილი. 14 იანვარს, სოციალურ ქსელში ხმის მიცემის გზით, 2 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ „ლიბერთინსის“ წვეულებაზე, კომპანიის Sami ვირტუოზი მხატვრების მიერ ხელით შესრულებული პორტრეტები გადაეცათ. საღამო ლუკა მამნიაშვილის სოლო კონცერტით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს