ეკა ბესელია - შეხვედრის შინაარსით და ფორმატით კმაყოფილი ვარ

„ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრა შინაარსით და ფორმატით კარგი და საჭირო იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტიაში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებლობა მიეცა, რომ თავისი არგუმენტები და პოზიციები სრულად გაეჟღერებინა.

„ჩემი პირველი ემოცია და განწყობა არის ის, რომ მე ამ შეხვედრის შინაარსით და ფორმატითაც და იმითაც, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩემს არგუმენტებს და პოზიციებზე იმდენი ხანი, რამდენიც მჭირდებოდა, კმაყოფილი ვარ. კარგი და საჭირო შეხვედრა იყო. პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უწევდა მოდერატორობას ამ სხდომას და რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10- კაციან სიას, მოსამართლეებს და ა.შ.“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სხდომაზე ბევრი გამომსვლელი იყო და სხდომები კიდევ გაგრძელდება.

„ეს შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. საუბრის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რამის თქმა ვერ მოვახერხე. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. მე მაქვს იგივე პოზიცია რაც მქონდა და რასაც გიზიარებდით, მე ამ პოზიციას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ და შევჯერდებით. შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, რამდენიმე არის პრინციპული, მათ შორის ის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ მოსამართლეები მაღალი ეთიკით და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან. პროცესი მაქსიმალურად პარლამენტში უნდა გადმოვიდეს, პარლამენტმა უნდა აიღოს მნიშვნელოვანი როლი და დანარჩენზე საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ, - მე მაქვს ეს პოზიციები და იმედია შევთანხმდებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს