ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა თბილისს სექტემბერში ეწვევა

თბილისში პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ჩამოვა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ მწერლის ვიზიტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში მეუღლესთან ერთად "წიგნის ცენტრის" ორგანიზებით, სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვა.

„მინდა, ყველა მკითხველს მივულოცო. მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოში ლიოსას ვიზიტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მწერალია და ძალიან მოხარული ვართ, რომ ამის შესაძლებლობა არამარტო ქართველ მკითხველს, არამედ ნებისმიერ ადამიანს მიეცემა, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ლიტერატურით. ვფიქრობთ, რომ მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს ვიზიტი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამომცემლებთან, მთარგმნელებთან, სტუდენტებთან და ეს იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, რომ ქართველ მკითხველს მიეცემა შესაძლებლობა, მარიო ვარგას ლიოსასგან პირადად მიიღოს იმ წიგნების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ არამარტო ქართველი მკითხველისთვის უსაყვარლესია. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა