ზაქარია ქუცნაშვილი - ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი - ნუ მივაკუთნებთ მოსამართლეების საკითხს ერთ პერსონას

ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, რომელიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია წარიმართა თუ რა წესებს და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და რა დამატებით ზომები უნდა მიემართოს იმისათვის, რომ ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გაიზარდოს.

რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელია არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი. ნუ მივაკუთნებთ ამ საკითხს ერთ პერსონას.

ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, რომელიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის დაფიქსირება და ვფიქრობ ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა.

ჩვენ უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო სისტემა. ეს სერიოზული პროცესია. ახლა იბადება უზენაესი სასამართლოს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი კრიტერიუმები შეირჩეს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს