არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს უმრავლესობის სხდომაზე წევრების გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო.

„ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით ამ სხდომაზე განხილვა და მსჯელობა არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი დიდი გუნდის ლიდერმა, დღეს უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებულიყო. შეხვედრა წარიმართა პოზიციების მოსმენით და შეჯერებით. დღეს მან კიდევ ერთხელ ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ პროცესი ბრუნდება სამუშაო გარემოში. წევრების გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობა არ გვქონია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა