გია ჟორჟოლიანი - კონკრეტულ დეპუტატებზე დღეს საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო იმაზე, თუ რა წესით უნდა შეირჩნენ მოსამართლეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, მსჯელობა გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაუცხადა, სადაც უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

ჟორჟოლიანის მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული დეპუტატების შესახებ არ უსაუბრია და არც ვინმეს პარტიიდან გარიცხვის შესახებ ყოფილა საუბარი.

„შეთანხმება მოხდა მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ყველას, ვისაც აქვს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეირჩნენ და დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ამაზე მოხდეს მსჯელობა და ყველა მოსაზრება იქნას მოსმენილი. შეხვედრა იმიტომ არ დასრულდა დღეს, რომ ამის თაობაზე ბევრს აქვს მოსაზრებები და დღეს ეს მოსაზრებები ვერ გამოვთქვით. ამის შემდეგ უნდა მივიღოთ შერჩევის და დანიშვნის წესი და კრიტერიუმები. კონკრეტულ პიროვნებებზე, დეპუტატებზე ლაპარაკი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ, რა წესით უნდა შეირჩნენ მოსამართლეები. დღეს გამოვიდა 5-6 დეპუტატი, მეც მინდა გამოსვლა და ჩემი მოსაზრების დაფიქსირება, ასევე არიან სხვა დეპუტატებიც. რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ იმ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკდებელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრინციპი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი. მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური ჯგუფებისგან იქნება სასამართლო დამოუკიდებელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამ სასამართლოს მაღალი რეპუტაცია ჰქონდეს. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვქონდა ისეთი ვითარება, როგორიც იყო ჩილეში, სამხრეთ აფრიკაში და ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, ამის შემდეგ სასამართლოს სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, მხოლოდ იმ წესებით როგორც ეს საფრანგეთშია, ვერ ვიმოქმედებთ, ამას იქ ათწლეულები დასჭირდა, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ ისეთი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ჯგუფებისგანაც დამოუკიდებელი იქნება და საზოგადოების მიერაც ნდობით აღჭურვილი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა