არჩილ თალაკვაძე - მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება - გუნდში არსებობს თანხმობა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ

გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას დაეთმო.

„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პრაქტიკულად მთელი დრო დავუთმეთ სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას, ყველას ჰქონდა შესძლებლობა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოეთქვა. ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ვფიქრობ, ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არის, რომლითაც ჩვენ ამ სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ უნზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს. შეხვედრა და მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება, ვინაიდან დღეს ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა და ეს მსჯელობა ჯერ დასრულებული არაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო.

„რაც მთავარია, დღეს გუნდში არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს