ჭიდაობის ეროვნული ნაკრების  მთავარი მწვრთნელის განცხადებით, შეინარჩუნებს თუ არა გეგა გეგეშიძე თანამდებობას, ამას მოვლენათა განვითარება აჩვენებს

ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასამართლო პროცესიდანვე გათავისუფლდება. როგორც ჟურნალისტებს იანტბელიძემ სასამართლოში განუცხადა, შეინარჩუნებს თუ არა გეგეშიძე თანამდებობას, ამას მოვლენათა განვითარება აჩვენებს.

საქალაქო სასამართლოში შეკრებილი არიან გეგეშიძის მხარდამჭერი სპორტსმენები.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დაადგენს გეგა გეგეშიძის უდანაშაულობას და პროცესიდან გაათავისუფლებს. ყოველი დაძაბული დღე ცუდად აისახება ჩვენს მომავალ ღონისძიებებზე. ამიტომ, კარგი იქნება თუ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა იანტბელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა