არჩილ თალაკვაძე „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებას პასუხობს

მე ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ იქნება კარგი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რითაც გამოეხმაურა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაწყვეტილებას მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარის თაობაზე. მისი თქმით, ყველას ექნება შესაძლებლობა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს ექნებოდა შეთავაზება და შესაძლებლობა, რომ ამ სამუშაო პროცესში ჩაერთოს. ეს შესაძლებლობა დღეს უზრუნველყოფილია და ეს შეთავაზება მათ აქვთ. მე ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ იქნება კარგი, ვინაიდან როგორც სამოქალაქო საზოგადოების ასევე პარლამენტის და სხვა მხარეების საერთო სურვილი იყო, რომ პროცედურებთან კრიტერიუმებთან, რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი შემდგარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა პარლამენტს მოსამართლეობს კანდიდატებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს საერთო შეთანხმება ძალაშია სამუშაო პროცესი იწყება, ყველას ექნება შესაძლებლობა საკუთარი ხედვა კრიტერიუმებთან, ან ერთ რომელიმე კრიტერიუმთან დაკავშირებით გამოხატოს, დაასაბუთოს. ვფიქრობ, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელსაც ჯანსაღი არგუმენტაცია ექნება, შესაძლოა გათვალისწინებული იყოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მათივე განმარტებით, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში. მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა