ჭილაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო, - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.

სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად სკვერი დაათვალიერა.

„ვფიქრობ, ყველაზე განსხვავებული და თანამედროვე სკვერი მოვაწყვეთ. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე განახლებული რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. ეს სწორედ ის ადგილი გახდება, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს დაისვენონ და გაერთონ“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნულ მისამართზე ასევე სპორტული მოედანი მოეწყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა