დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გაიმართა ოფიციალური ვახშამი. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამზე მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრა შედგა.