გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი

განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი „პრაგმატული მედიატორი“ იყო.

„ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. არის საფრთხეები. ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდეგ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული და არის მეორე ნაწილი, რომელიც კრიტერიუმებს ეხება და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გუნდის დაშლის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას, ვოლსკი ამბობს, რომ გუნდის მიზანია, განსხვავებული აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს. „განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო