4 წლის ბავშვს, რომელმაც საბავშვო ბაღში სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, კლინიკიდან დღეს გაწერენ

ბათუმიდან იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილ ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ სადეზინფექციო ხსნარი დალია, დღეს გაწერენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვს მეორე ხარისხის დამწვრობა დაუდგინდა.

„დღეს პაციენტს ვწერთ ბინაზე, ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგად დადგინდა მეორე ხარისხის დამწვრობა. პაციენტი სამი კვირით ეწერება კონსერვატიული მკურნალობის ქვეშ. ბავშვი იღებს საკვებსა და სითხეს. სამი კვირის შემდეგ განმეორებითი კვლევაზეა დაბარებული“, - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ბაღში სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყებაში შეტყობინება საბავშვო ბაღიდან არ შესულა, თუმცა სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო