ნაზი ჯანეზაშვილი - სერგო მეთოფიშვილი არის ადამიანი, რომელსაც პატივს არ სცემენ არც სისტემაში და არც სისტემის გარეთ

სერგო მეთოფიშვილი არის ადამიანი, რომელსაც პატივს არ სცემენ არც სისტემაში და არც სისტემის გარეთ, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, „სერგო მეთოფიშვილის, მისი მეგობრების და მისი კლანის პასუხისმგებლობაა ის, რა დღეშიც არის დღეს სასამართლო“.

„სერგო მეთოფიშვილი არის ადამიანი, რომელსაც პატივს არ სცემენ არც სისტემაში და არც სისტემის გარეთ. ეს არის მოსამართლე, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო სისტემას და ამ სისტემისადმი ნდობას სერიოზული ზიანი მოუტანა. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის შესახებ კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ის არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. სერგო მეთოფიშვილის, მისი მეგობრების და მისი კლანის პასუხისმგებლობაა ის, რა დღეშიც არის დღეს სასამართლო. სერგო მეთოფიშვილისნაირი მოსამართლეების ადგილი თანამედროვე სასამართლო სისტემაში, წესით, არ უნდა იყოს, ამიტომ მის განცხადებებზე ჩემი მხრიდან კომენტარი არის ზედმეტი. თუ რომელიმე მოსამართლეს ემუქრება რამე საფრთხე, არსებობს შესაბამისი მექანიზმი და მათი ინტერესები სამართლებრივი გზით უნდა დაიცვან. თუ ასეთი შემთხვევები არსებობს, მოგვმართონ და მე, როგორც საბჭოს წევრი, სიამოვნებით, ვალდებულებით და სრული პასუხისმგებლობით განვიხილავ ასეთ განცხადებებს, მაგრამ მეთოფიშვილის განცხადებებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა