გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 იანვარს 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, მამკოდის, ნადიკვრებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 12:30-დან 17:00 საათამდე - სოფელ დიღომს, დიღომში ტოიოტას ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მომხმარებლებს.

11:15-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, ნავაზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 15:00 საათამდე კი ციხისძირს, ხიდისყურს, მუხრანს, ძველი ქანდას და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს.

ამასთან, 11:00-დან 18:00 საათამდე დროებით გამოირთვება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ბაგიჭალა, ჭოპორტი, ბულაჩაური, აბანოსხევი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს