სერგეი ლავროვი - ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ, უარი თქვან ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე

მოსკოვი ყველას კატეგორიულად მოუწოდებს, უარი თქვან ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ის მესიჯი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში ახმოვანებენ იმის თაობაზე, რომ გამორიცხული არ არის გარედან სამხედრო ჩარევა. ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ, უარი თქვან ამგვარ აზრებზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, როდესაც აშშ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შფოთავს იმის გამო, რომ ვინმე მათ არჩევნებში ერევა, თვითონ აშშ უხეშად ერევა სხვა ხალხის შიდა საქმეებში“.

„მივმართავთ ვენესუელას ოპოზიციას, რომელიც იმედია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ანიჭებს პრიორიტეტს, არ გახდნენ „პაიკები“ სხვის ბინძურ და დანაშაულებრივ თამაშში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს