„ევექსი“ შესყიდულ 4000 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს პირველ ეტაპზე მაღალი რისკ ჯგუფის - ორსულების ვაქცინაციისთვის

გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ უზრუნველყო 4000 ვაქცინის შესყიდვა, რომელსაც უსასყიდლოდ გამოყოფს პირველ ეტაპზე მაღალი რისკ ჯგუფის - ორსულების ვაქცინაციისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, 25 იანვარს ვაქცინაცია განხორციელდება მხოლოდ ორსულებისთვის „ევექსის“ თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.

„ვაქცინა - ვაქსიგრიპი, მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთი.

მომართვიანობის და მარაგების გათვალისწინებით შესაძლებელია უფასო ვაქცინაცია გავრცელდეს სხვა რისკ ჯგუფებზეც.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

თბილისი:

•ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40

•ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა.

•ევექსის ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69

•ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3

•ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16

რეგიონები:

•ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20

•ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1

•ევექსის ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6

•ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია