ლევან კობერიძე - მოსამართლეები შემოვიდნენ პოლიტიკურ ველში და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დატოვებენ ამ ველს

მოსამართლეები შემოვიდნენ პოლიტიკურ ველში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დატოვებენ ამ ველს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს სერგო მეთოფიშვილს. როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა აღკვეთოს, რომ მისმა წევრებმა მეთოფიშვილის მსგავსი განცხადებები არ გააკეთონ.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის თავში იპოვის ძალას, მოახერხონ თავიანთი წევრების მიერ მსგავსი განცხადებების არგაკეთება და ერთმანეთს მოუწოდებენ, თავიანთი ეთიკა დაიცვან, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ",- განაცხადა კობერიძემ.

კობერიძე მოსამართლეებს მოუწოდებს, პროფესიონალიზმს სამართლიანი სასამართლოს ფორმირების საკითხი დაუკავშირონ.

„მოსამართლეებს ვთხოვდი, რომ ის პროფესიონალიზმი, რაც მათ გააჩნიათ, ასევე შეაჯერონ იმ თემასთან, რომ დღეს საქართველოსთვის სამართლიანი სასამართლოს ფორმირება არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის საკითხი და ეს არის ჩვენი და ჩვენ მომავლის პასუხი. ამიტომ ვთხოვდი, რომ გაითვალიწინონ ეს თავიანთი მსჯელობის და გადაწყვეტილებების დროს",- განაცხადა კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა