მამუკა ბახტაძე - ჩვენი უფრო და უფრო მეტი პარტნიორი რწმუნდება, რომ  საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს

2019 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი აღნიშნავს საქართველოს წარმატებას და საქართველო მოჰყავთ იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა მოხდეს დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური რეფორმების გატარება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგების შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი უფრო და უფრო მეტი პარტნიორი რწმუნდება, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს.

„2019 წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის სრულიად განსხვავებული ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი აღნიშნავს საქართველოს წარმატებას და, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, სწორედ საქართველო მოჰყავთ მაგალითად სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური რეფორმების გატარება იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფოს წინაშე შეიძლება არსებობდეს ძალიან მტკივნებული გამოწვევები. ამასთან ერთად, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ჩვენი უფრო და უფრო მეტი პარტნიორი რწმუნდება, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გავხდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ძლიერ ეკონომიკურ კომპანიას და ამაზე მივიღეთ ძალიან დადებითი უკუკავშირი. ჩვენ გავაცანით ის რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ წლის მეორე ნახევრიდან და რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ მსგავსი ფორმატები გვაძლევს საშუალებას, მოვიზიდოთ მსგავსი ინვესტიციები“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო