პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდეს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორი, ლევან ჟორჟოლაძე არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდეს.

"შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო ის დაკავებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და იმ საფრთხების საფუძველზე, რაც საქმეზე იკვეთებოდა, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

რაც შეეხება ქსოვრელისთვის შესაძლო ბრალის დამძიმებას, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. "ბრალის დამძიმებას რაც შეეხება, გამოძიება საწყის ეტაპზეა, ამიტომ წინასწარ შეუძლებელია ითქვას, რა შედეგები იქნება მიღწეული. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე იმუშავებს. მტკიცებულებების შინაარსზე გამოძიების და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი ამ ეტაპზე არ შემიძლია", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ, თუ ვის ევალებოდა მონიტორინგი, ჟორჟოლაძე პასუხობს, რომ ეს როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა. მისივე განმარტებით, გამოძიება ყველა კუთხით მიმდინარეობს.

პროკურორის განმარტებითვე, გამოძიება გარდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაც მიმდინარეობს. "გამოძიება გრძელდება ორი მუხლით, მათ შორის, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის. შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა, ამის გამო არის ის დაკავებული.

მას 30 დღის განმავლობაში, 6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, მსხვერპლთან, ანუ არასრულწლოვანთან, მის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიეერი სახით კომუნიკაცია ეკრძალებოდა. ვალდებულება დედას ჰქონდა, რომ მის სახლში არ მისულიყო. აღსრულება თავად მოძალადეს, დედას ევალებოდა. ყველა პირის გამოკითხვა, ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს