ნოდარ ბოხუას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ნოდარ ბოხუას ქუჩის ქვედა მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ 3 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი განახორციელა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ნოდარ ბოხუას ქუჩის ზედა მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი 4 000 კვ.მ-ია, რამდენიმე თვის წინ დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ტროტუარი და ბორდიური.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დრო“ ასრულებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა