სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, ასევე, ითხოვს გეგეშიძეს აეკრძალოს ჭიდაობის პრეზიდენტის პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის უფლება.

აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენების ნაწილში პროკურორს ეთანხმება დაცვის მხარე, მაგრამ თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში - არა.

გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა