სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, თბილისის მერს შეხვდეს

ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია მისმა კომპანიამ კანონის სრული დაცვით შეისყიდა და პროექტის აშენებაზე ნებართვა იყო გაცემული. ის მზაობას გამოთქვამს, შეხვდეს თბილისის მერს კახი კალაძეს და ერთობლივად მოიძიონ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს - ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა. საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი, რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, - წერს გოგა ზაქაიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო