მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენ ვიყოთ წამყვან ხუთეულში და სამეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ შედეგებს მიაღწევს, თუმცა არც ერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის არ მისცემს ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანები. ჩემთვის არცერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის საშუალებას არ მოგვცემს, დავამარცხოთ ჩვენი მეორე ყველაზე მტკივნეული გამოწვევა საქართველოში - სიღარიბე. მაგრამ სწორედ ასეთ საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლაა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ და შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა