Nexia International-ის გლობალურმა შემოსავალმა 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

Nexia International-ის, იგივე Nexia-ს ინფორმაციით, მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა 2018 წლისთვის პირველად დაარღვია 4 მილიარდიანი ბარიერი. როგორც „ინტერპრესნიუსს, Nexia-დან აცნობეს, 2018 წელს, Nexia-ის საერთო საკომისიო შემოსავალი ქსელში 4.02 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო - შედეგი 2017 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. მათივე განცხადებით, გლობალური შემოსავლის მატება მსოფლიოს თითოეულ რეგიონში, ჩრდილო ამერიკისა და აზია/წყნარი ოკეანის ჩათვლით, ქსელის თანმიმდევრული ზრდის შედეგია.

მათივე განცხადებით, გასათვალისწინებელია გავითვალისწინოთ ქსელის ახალი წევრებიც ჩინეთიდან, რაც ნექსიას მიზანმიმართული რეკრუიტმენტის შედეგია აზია/წყნარი ოკეანის რეგიონში. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში ნექსია განაგრძობდა გლობალურ გაფართოებას ბელორუსიაში, ბულგარეთში, იტალიაში, მალიში, უგანდაში, ზამბიასა და ზიმბაბვეში. "ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე მეორედ ერთ წელიწადში შევძელით გაგვეორმაგებინა ფინანსური მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია გავაწევრიანოთ ქსელში მხოლოდ მაღალი ხარისხის მქონე ფირმები განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო ბაზრებიდან - კარგად მუშაობს.

ეს შთამბეჭდავი ზრდა არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომ Nexia მთელს მსოფლიოში იზრდება და განაგრძობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას წევრებისათვის“, - განაცხადა Nexia International- ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ არნოლდმა.

ნექსიას გლობალურ შედეგებს ეხმაურებიან ნექსიას ქართული ოფისიდანაც, სადაც აცხადებენ რომ წელი ფინანსურად წარმატებული იყო კომპანიისთვის.

„2018 წლის განმავლობაში კომპანია 100 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ჯამურმა შემოსავალმა უკვე 4,4 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - განმარტავენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა