გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა - სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პოსტზეც დატოვა

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს