სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის და გიორგი მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის და ატენის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ჭიათურის და გურამ ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, საირმის გორის, საირმის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, სტრაბონის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 14 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, სიმონ ჩიქოვანის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, კეკელიძის, გალის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ცაბაძის, გორის და ვლადიმერ ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბისკირიას მოედნის, მაცეხის, ორხევის, კალატოზის, ქედის, ურიცკის, ელენე ახვლედიანის, გაბისკირიას, სპარტაკის, სამოქალაქოს, სამრეკლოს, გრემის, კარდანახის, კონსტანტინე ერისთავის და ბახვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ნიკოლოზ შენგელიას და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის ჩიხის და კახეთის გზატკეცილის მე-8 კილომეტრის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო