სოფიო ქაცარავა ვენესუელას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ვენესუელას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავა დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და თავისუფლებისთვის ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებას ვუსურვებ ვენესუელელ ხალხს და მათ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! იმედი მაქვს, რომ ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობა იმოქმედებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპის მხარდაჭერას“, - აცხადებს ქაცარავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა