ადვოკატი - ქსოვრელს ორდერით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან დაზარალებული მოძალადისგან განრიდებული ისედაც არ ყოფილა

ბავშვი ღამით დააძინა, დილით გარდაცვლილი დახვდა, სასწრაფო გამოიძახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ლელა ქსოვრელს ორდერით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია. ადვოკატი ორდერის გამოწერის კანონიერებასაც ეჭქვეშ აყენებს.

"ორდერი არ დაურღვევია, ვინაიდან მასში ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია. თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. ის სამართალდამცავებს, სოციალურ სამსახურს უნდა გაეყვანა.

იმ შემთხვევაში, თუკი, განრიდება მოხდებოდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიუახლოვდებოდა განრიდებულ ბავშვს, მაშინ იქნებოდა ორდერის პირობების დარღვევა. არც ერთი წინადადება ორდერში, რომ ქალბატონი უნდა წასულიყო, არ არის", - აცხადებს ტაბატაძე.

ის საქმეში სამართალდამცავებისა და სოციალური სამსახურის ბრალეულობას არ გამორიცხავს. "ცალსახაა, რომ გამოძიებამ, სამართალდამცავმა ორგანომ და სოციალურმა სამსახურმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. ორდერის გამოწერაზე კითხვის ნიშნები არსებობს, გამოვარკვევთ თუ რამდენად კანონიერი იყო. სამწუხაროა, რომ ამ აჟიოტაჟის და შექმნილი ხმაურის ფონზე მოსამართლემ ვერ გაბედა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. გადაწყვეტილებას კანონით გათვალისწინებულ ვადაში გავასაჩივრებთ. არც ერთი იმის მტკიცებულება, ან მოწმის ჩვენება საქმეში, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შვილზე ძალადობდა, არ არსებობს", -განაცხადა ადვოკატმა.

ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს