პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპულიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიტიურ როლს. მათივე ინფორმაციით, ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს “ლაპის ლაზულის”, როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს