ნიდერლანდების სამეფოს პრემიერი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგზე და ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი ასევე დაინტერესდა რეგიონში არსებული ვითარებით და იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე საქართველო დგას.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მარკ რუტემ ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მამუკა ბახტაძემ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო