დავით ზალკალიანი ესპანეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 25-29 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელსუფლების წარმომადგენლებთან.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდება ესპანელ კოლეგას ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობის და ევროკავშირის მინისტრს ჯოზეფ ბორელს, შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიასთან. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე-მარლასკას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ესპანეთის სენატის თავმჯდომარესთან პიო გარსია ესკუდეროსთან და კონგრესის ევროკავშირის შერეული კომისიის თავმჯდომარესთან სორაია როდრიგეზ რამოსსთან და კონგრესის წევრებთან.

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა