ირმა ჭკადუა - გეგეშიძე ხელს იქნევს, მაგრამ ხვდება თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

გეგეშიძე ხელს იქნევს, მაგრამ ხვდება თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, თუ რატომ მიტრიალდა გეგეშიძე დათუნაშვილისკენ, რადგან კადრებში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე მას ჯერ შორდება, შემდეგ კი ისევ მისკენ ტრიალდება. ადვოკატი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარი თავად გეგეშიძისთვისაც მიუღებელია.

"მე არ მინდა დავაზიანო გამოძიების ინტერესი და გავაჟღერო ჩემი პოზიცია. ძალიან წუხს გეგა გეგეშიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ვიდეოშიც ჩანს, რომ გეგეშიძე გასცდა აღნიშნულ პიროვნებას და შემდეგ ტრიალდება, ეს არის დასადგენი, თუ რამ განაპირობა მისი შემოტრიალება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ხელს იქნევს, მაგრამ ხვდება თუ არა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ" - ირმა ჭკადუა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა