დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი მიხვდა, რომ არ შეიძლება ვიღაცის მხარე იყოს

ივანიშვილი მიხვდა, რომ არ შეიძლება ვიღაცის მხარე იყოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანობა და კარგი თავმჯდომარეობა სწორედ ისაა, რომ ტყუილად არავინ დაჩაგრო.

ჭიჭინაძის შეფასებით, დღეს სწორედ ასე მოხდა, რადგან კრიტიკულად განწყობილმა დეპუტატებმა ბოლომდე თქვეს თავიანთი სათქმელი. მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი, "ქართული ოცნების" ე.წ. ახალ სახეებსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესს აზიანებს.

"ბესელია, კობერიძე და გოგიჩაიშვილი რომ გამოვიდნენ, იმდენად სიმართლეს ლაპარაკობდნენ და დიდი ძალა ჰქონდა მათ ნათქვამს, რომ ვერავინ გააწყვეტინა. სამართლიანობა და კარგი თავმჯდომარეობა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ტყუილად არავის დაჩაგრავ. ეს რომ დაიწყო, შეიძლება ისეთი გახლეჩვა მოხდეს, რომ მოსამართლეების გაყვანაზე კი არა, თავი გადასარჩენი გაგიხდეს. ქვეყნისთვის მართლა არ არის დრო, რომ ასეთი რადიკალური დაპირისპირება მოხდეს, ის განცხადებები აკეთო, რასაც ის ე.წ. ახალგაზრდა პორტირებული კომკავშირლები აკეთებდნენ", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო