მამუკა ბახტაძე დავოსში პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ და მატეუშ მორავიეცკიმ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მოქმედი პარტნიორობის ფორმატის “თბილისის ფორუმის” ფარგლებში თანამშრომლობის მაღალ დონეს და აღნიშნეს, რომ მიღწეული შედეგები იძლევა საშუალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა