გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, ბრიტანული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, საჯიდ ჯავიდმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის, ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა ბრიტანელ კოლეგებს ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის 12 იანვარს გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა