დავით ზალკალიანი დავოსში ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბრაზილიელ კოლეგას, ერნესტო არაიუჯოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრაზილიის ახალარჩეული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირველ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბრაზილიის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას, აღინიშნა პოზიტიური დინამიკა ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით.

მათივე ინფორმაციით, დადებითად შეფასდა ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე მრავალმხრივ ფორმატებში და გამოითქვა მზაობა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლათინური ამერიკის რეგიონში, კერძოდ ვენესუელაში განვითარეულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ოპერატიულ და მკაფიო გადაწყვეტილებას გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერის თაობაზე და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის მიმართ, რათა მან შეძლოს კონსტიტუციურ ფარგლებში ქვეყნის ისეთი ტრანსფორმაცია, როდესაც დაცული იქნება ვენესუელელი ხალხის თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი კონტაქტები მომავალშიც გაგრძელდება, რათა გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე კოორდინირებული და ერთიანი პოზიცია არსებობდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო