ვენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს

ვენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში თუ ის საკუთარი ნებით უარს იტყვის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ტელეარხ Univision-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამგვარი რამ გარდამავალ პერიოდში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის გამორიცხვა. ამნისტია გარანტირებული იქნება ყველასთვის, ვინც კანონის მხარეს დადგება და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას“, - განაცხადა ვენესუელას გარდამავალმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა