განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი დაინერგება

განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი დაინერგება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, სკოლებში თვისობრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას მიექცევა, რისთვისაც, უწყების განცხადებით, ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.

ამასთან, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. განათლების სამინისტროს შეფასებით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო