სალომე ზურაბიშვილი - თუ აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ჩვენი საკითხი მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოს

თუ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ჩვენი საკითხი ასევე უნდა იყოს მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ანგარიში გაგვიწიონ, მოგვისმინონ და თუ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება ჩვენი საკითხი ასევე უნდა იყოს მათი შეხვედრის დღის წესრიგში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი მოწვევას მიიღებს ამერიკაში ვიზიტით გაემგზავრება.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე გამოთქვა სურვილი ნატო-სთან კავშირის გაღრმავება მოხდეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

„რაც უფრო მეტს ვიღებთ ნატო-სგან, მით უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს“, - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა