საგარეო უწყება მიხაილ ავაქიანის ძეგლთან დაკავშირებით - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაცია შედგა - ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაცია შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორ ქვეყანას შორის არ არსებობს თემები, რაზეც კომუნიკაცია არ არის.

„გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ელჩების მეშვეობით.

აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია“, - აცხადებენ სამინისტროში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა ახალქალაქში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის გახსნას, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა