გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები აშენდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი იგება.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, ასფალტისა და ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. რელიეფიდან გამომდინარე, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიისთვის საგზაო სამუშაოების შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა პროექტი წარმატებით სრულდება და მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 174 793 ლარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს