საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯეკ შეფერდის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, შეფერდს ბრიტანეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ის დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. ადვოკატის განმარტებითვე, შეფერდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, ის საქართველოში იმყოფებოდა.

როგორც კუბლაშვილი განმარტავს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ნავი ამოტრიალდა, საჭესთან შეფერდი არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საექსტრადიციო პატიმრობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს