ეკა ბესელია - საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ და კონფლიქტი არ გავაღრმაოთ, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი

არის მზაობა, რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ ინიცირებას გავუკეთებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ბესელია აცხადებს, რომ კონსენსუსი მისი პრინციპების დათმობის ხარჯზე არ იქნება.

„გუშინ დავინახე მზაობა და ეს გაგიზიარეთ კიდეც, რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი და არა კონფრონტაციისკენ. გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ, არ გავაღრმაოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი. ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა, რომ მიზანი არის კონსენსუსი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც დავუჭერთ მხარს. ამიტომ პარლამენტში ორი ვერსია რომ არ გაჩნდეს, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ, შესაბამისად, მეც მზად ვარ აქეთკენ გადავდგა ნაბიჯები, მაგრამ კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ. ეს პრინციპული საკითხი ჩემგან არ შეიცვლება“,- განაცხადა ბესელიამ.

ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრათა ციკლი მმართველმა გუნდმა გუშინ დაიწყო და განხილვის მთავარ თემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი წარმოადგენს, რომელზეც გუნდში განსხვავებული პოზიციებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა